ოფიციალური — ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).
დემოგრაფია
მოსახლეობა - 71,8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43 %, ანდორელები - 33 %, ფრანგები - 7 %. სახელმწიფო ენა -კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).
ეკონომიკა
თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).
ისტორია
დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
მემკვიდრეობა
II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - „ველების სახლი“.
ცნობილი ანდორელები
ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).