Thursday, February 16, 2017

ოფიციალური — ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.
ანდორა

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებშისაფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კვ.კმ.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).

დემოგრაფია

მოსახლეობა - 71,8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43 %, ანდორელები - 33 %, ფრანგები - 7 %. სახელმწიფო ენა -კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).

ეკონომიკა

თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).

ისტორია

დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - „ველების სახლი“.

ცნობილი ანდორელები

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).



ანდორა